четверг, 11 августа 2011 г.

მაჭახლის ხეობა




პოექტის სახელწოდება :  მაჭახლის ხეობა
პროექტის მოკლე აღწერა ; მაჭახლის ხეობა ერთ-ერთი ეკოლოგიურად სუფთა მხარეა მთელს საქართველოში . (მდიდარი ფლორა, ფაუნა, ბუნებრივი რესურსები, საუკეთესო კლიმატური პირობები). შეიძლება ხალხის ყურადღება ამ მხარისაკენ მივიპყროთ , რითაც ხელი შეეწყობა ამ მხარეში ტურიზმის განვითარებას. მით უმეტეს დღეისათვის მაჭახლის ხეობა ტურისტულ ზონადაა გამოცხადებული. არის მატერიალური კულტურის ძეგლები ხეობაში, - თაღიანი ხიდები,  გვარას ციხე, ყალივაკის ციხე, მუზეუმი, თოფი მაჭახელა.
                                                            
პროექტის სრული აღწერა : საქართველოში უამრავი საინტერესო ადგილია, მათ შორის მაჭახლის ხეობას აქვს გამორჩეული და საინტერესო ისტირია.’ ’მაჭახელი არის ცოცხალი ისტორია საქართველოსი .’’ეს პროექტი ითვალისწინებს მაჭახლის ხეობის შესწავლას , მასზე ყველანაირი ინფორმაციების შეგროვებას და არსებული სასარგებლო რესურსების გამოყენებას, მატერიალური კულტურის ძეგლების ისტორიის შესწავლას. მოსწავლეები დაგეგმავენ ექსპედიციებს ამ ხეობაში.
მიზნები :  კვლევა ძიების უნარის განვითარება. დაკვირბების გაკეთება .მაჭახლის ხეობის დაცვა.მაჭახლის ხეობის განვითარება.
მონაწილეთა ასაკი/კლასები : 17-18/მე-11,მე-12 კლასები.
ვადები / ხანგრძლივობა : 2011წლის ოქტომბერი-2012წლის მარტი.
მოსალოდნელი შედეგები : შექმნილი ბლოგი,  ელექტრონული მასალა , პრეზენტაციები , ფოტო და ვიდეო მასალა განთავსდება ბლოგში .

სარგებელი სხვებისათვის : გაიცნობს ამ ხეობას , ბევეი ადამიანი დაისვენებს და გაიჯანსაღებს სხეულს , ხეობის მცხოვრებლებს გაუჩნდებათ დამატებითი შემოსავლის წყარო , გაჩნდება მეტი სამუშაო ადგილი.
რესურსები :კომპიუტერი , ინტერნეტი , დიაგრამები , სურათები .
მსვლელობა :
 ჩაატარებენ კვლევებს და მცხოვრებთა ტრადიციების შესასწავლად შექმნიან ფოტოალბომებს , რუკებს, გზამკვლევებს . გააცნობიერებენ ამ კუთხის კულტურას , როგორც ცვლილებებისა და განვითარების მუდმივ მოქმედ პროცესს. აღწერენ ამ კუთხის ისტორიას , მნიშვნელოვან მოვლენებს და დღევანდელი გადასახედიდან  შეაფასებენ იმ ეპოქის ფასეულობებს . ისინი ამ მხარის მაგალითზე განიხილავენ ბუნების და ზოგადად მდგრადი განვითარების პრიბლემებს და გააცნობიერებენ თუ რა დიდი წვლილის შეტანა შეუძლია თითოეულ ადამიანს გარემოს გაჯანსაღებაში , მისი მდგრადობის შენარჩუნებაში, გააკეთებენ კვლევებს და შექმნიან წერილობით და ვიზუალურ ნამუშევრებს.

სამუშაო ენა :  ქართული.

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ერივნულ სასწავლო  გეგმასთან კავშირი:

ისტ : იყენებს ისტის საშუალებებს სხვებთან თანამშრომლობისთვის. ეროვნულ რესურსებს ელ. ფორმატში  ამუშავებს ამუშავებს ,  შექმნის და გამოსცემს გავრცელების მიზნით.
ბიოლოგია-ქიმია : უყალიბდება დამოკიდებულება  საკუთარი  გარემოსადმი.
ეკოლოგია :  იკვლევს ეკოლოგიური ფაქტორების ზეგავლენას ეკო სისტემის ფორმირებაზე .
გეოგრაფია  :  ჩაატარებს გეოგრაფიულ კვლევებს,  შეადგენს რესურსებს,  დადგენს კორდინატებს და დაახასიათებს ამ სამხარეო ერთეულს.
ისტორია : აღწერს ისტორიულ მოვლენებს და შეაფასებს წერილობით თუ  ვიზუალურ ნამუშევრებში.
კულტურა : სწავლობს მცხოვრებთა ტრადიციებს და სოციალურ მდგომარეობას .
სტატისტიკა-დემოგრაფია : ირჩევს და იყენებს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებებს.
11) მონაწილეები სხვა სკოლებიდან :
ჩიქუნეთის საჯარო სკოლა.
ქედქედის საჯარო სკოლა.
12) პროექტის ფასილიტატორის სახელი : ნაირა ღონიაძე.
13) ელ.ფოსტა : nikanini2011@gmail.com
14) პროექტის ვებ-გვერდ : nikanini2011 . blogspot .com

გაკვეთილის გეგმა :სამეფო სამთავროების გაუქმება .

Комментариев нет:

Отправить комментарий