პროექტის მოკლე აღწერა ; მაჭახლის ხეობა ერთ-ერთი ეკოლოგიურად სუფთა მხარეა მთელს საქართველოში . (მდიდარი ფლორა, ფაუნა, ბუნებრივი რესურსები, საუკეთესო კლიმატური პირობები). შეიძლება ხალხის ყურადღება ამ მხარისაკენ მივიპყროთ , რითაც ხელი შეეწყობა ამ მხარეში ტურიზმის განვითარებას. მით უმეტეს დღეისათვის მაჭახლის ხეობა ტურისტულ ზონადაა გამოცხადებული. არის მატერიალური კულტურის ძეგლები ხეობაში, - თაღიანი ხიდები, გვარას ციხე, ყალივაკის ციხე, მუზეუმი, თოფი მაჭახელა.
პროექტის სრული აღწერა : საქართველოში უამრავი საინტერესო ადგილია, მათ შორის მაჭახლის ხეობას აქვს გამორჩეული და საინტერესო ისტირია.’ ’მაჭახელი არის ცოცხალი ისტორია საქართველოსი .’’ეს პროექტი ითვალისწინებს მაჭახლის ხეობის შესწავლას , მასზე ყველანაირი ინფორმაციების შეგროვებას და არსებული სასარგებლო რესურსების გამოყენებას, მატერიალური კულტურის ძეგლების ისტორიის შესწავლას. მოსწავლეები დაგეგმავენ ექსპედიციებს ამ ხეობაში.
მიზნები : კვლევა ძიების უნარის განვითარება. დაკვირბების გაკეთება .მაჭახლის ხეობის დაცვა.მაჭახლის ხეობის განვითარება.
მონაწილეთა ასაკი/კლასები : 17-18/მე-11,მე-12 კლასები.
ვადები / ხანგრძლივობა : 2011წლის ოქტომბერი-2012წლის მარტი.
მოსალოდნელი შედეგები : შექმნილი ბლოგი, ელექტრონული მასალა , პრეზენტაციები , ფოტო და ვიდეო მასალა განთავსდება ბლოგში .
სარგებელი სხვებისათვის : გაიცნობს ამ ხეობას , ბევეი ადამიანი დაისვენებს და გაიჯანსაღებს სხეულს , ხეობის მცხოვრებლებს გაუჩნდებათ დამატებითი შემოსავლის წყარო , გაჩნდება მეტი სამუშაო ადგილი.
რესურსები :კომპიუტერი , ინტერნეტი , დიაგრამები , სურათები .
მსვლელობა :
ჩაატარებენ კვლევებს და მცხოვრებთა ტრადიციების შესასწავლად შექმნიან ფოტოალბომებს , რუკებს, გზამკვლევებს . გააცნობიერებენ ამ კუთხის კულტურას , როგორც ცვლილებებისა და განვითარების მუდმივ მოქმედ პროცესს. აღწერენ ამ კუთხის ისტორიას , მნიშვნელოვან მოვლენებს და დღევანდელი გადასახედიდან შეაფასებენ იმ ეპოქის ფასეულობებს . ისინი ამ მხარის მაგალითზე განიხილავენ ბუნების და ზოგადად მდგრადი განვითარების პრიბლემებს და გააცნობიერებენ თუ რა დიდი წვლილის შეტანა შეუძლია თითოეულ ადამიანს გარემოს გაჯანსაღებაში , მისი მდგრადობის შენარჩუნებაში, გააკეთებენ კვლევებს და შექმნიან წერილობით და ვიზუალურ ნამუშევრებს.
სამუშაო ენა : ქართული.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ერივნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტ : იყენებს ისტის საშუალებებს სხვებთან თანამშრომლობისთვის. ეროვნულ რესურსებს ელ. ფორმატში ამუშავებს ამუშავებს , შექმნის და გამოსცემს გავრცელების მიზნით.
ბიოლოგია-ქიმია : უყალიბდება დამოკიდებულება საკუთარი გარემოსადმი.
ეკოლოგია : იკვლევს ეკოლოგიური ფაქტორების ზეგავლენას ეკო სისტემის ფორმირებაზე .
გეოგრაფია : ჩაატარებს გეოგრაფიულ კვლევებს, შეადგენს რესურსებს, დადგენს კორდინატებს და დაახასიათებს ამ სამხარეო ერთეულს.
ისტორია : აღწერს ისტორიულ მოვლენებს და შეაფასებს წერილობით თუ ვიზუალურ ნამუშევრებში.
კულტურა : სწავლობს მცხოვრებთა ტრადიციებს და სოციალურ მდგომარეობას .
სტატისტიკა-დემოგრაფია : ირჩევს და იყენებს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებებს.
11) მონაწილეები სხვა სკოლებიდან :
ჩიქუნეთის საჯარო სკოლა.
ქედქედის საჯარო სკოლა.
12) პროექტის ფასილიტატორის სახელი : ნაირა ღონიაძე.
14) პროექტის ვებ-გვერდ : nikanini2011 . blogspot .com
გაკვეთილის გეგმა :სამეფო სამთავროების გაუქმება .
გაკვეთილის გეგმა :სამეფო სამთავროების გაუქმება .